GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები იმყოფებოდნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, კადეტები გაეცნენ აკადემიის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. დღის განრიგი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, მათ დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებასა და სიმულაციურ სროლებში.

ვიზიტის დასასრულს აკადემიის იუნკერების მონაწილეობით ლიტერატურულ – მუსიკალური საღამო გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური