GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართა.

დღის პირველი ნახევარი დაეთმო შეჯიბრებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სადაც მონაწილეობას მეოთხე კურსის იუნკერებთან ერთად ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელები იღებდნენ. სპორტული ღონისძიება მოიცავდა გარბენს 1921 მეტრზე, რომელშიც ჩართული იყო 21 მონაწილე, ასევე შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდში, ცურვაში, ფრენბურთში და ბაგირის გადაძალვაში.

ღონისძიება გაგრძელდა აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ გმირთა მემორიალთან, რომელიც გვირგვინით შეამკო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ.

ღონისძიებაზე აკადემიის იუნკერებსა და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა და მეოთხე კურსის იუნკერმა ვანო დვალიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური