GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მეფე ერეკლე II-ის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დიდი ქართველი მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის, მეფე ერეკლე II -ის სახელობის ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. მან თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის კაბინეტში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საშუალება ექნებათ ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს გაეცნონ და წარმოდგენილი უნიკალური არქეოლოგიური და ფეოდალური ეპოქის ნივთები დაათვალიერონ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური