GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო-სასწავლო ვიზიტით შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით (Advanced Course in War Study) სამუშაო-სასწავლო ვიზიტით აკადემიაში იმყოფებოდნენ შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვიზიტი ასევე მოიცავდა გაცნობითი სახის შეხვედრებსა და შემეცნებით აქტივობებს აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის იუნკერებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ შვედეთის თავდაცის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერს, ევა სკოგ ჰალსუმს უმასპინძლა. ​ ​

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური