GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

29 ნოემბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სამხედრო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,,თანამედროვე ომის გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში” წარმოადგენდა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. სიტყვით გამოსვლისას რექტორმა ხაზი გაუსვა ასეთი სახის კონფერენციების ჩატარების უდიდეს მნიშვნელობას, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას სამხედრო სამეცნიერო ბაზები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ მომავალი სამხედრო მეთაურები.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლის წარმომადგენლებთან ერთად.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები.

წარმოდგენილი მოხსენებები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: „თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფორმაციის მართვა“ და სხვა.

ღონისძიების ბოლოს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური