GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები იმყოფებოდნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები იმყოფებოდნენ. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრა აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური