GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სეზონური სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით სეზონური სკოლა „კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში“ მიმდინარეობდა.

აღნიშნული პროექტი შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული სეზონური სკოლის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროს კვლევის მეთოდებზე. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ისმენდნენ მოხსენებებს პროექტში ჩართული მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალისგან, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოში კიბერუსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებიდან.

კონფერენციის დასასრულს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური