GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური კონფერენცია ,,პოსტკრიზისული პანდემიური პერიოდის გამოწვევები 2021” გაიმართა, რომელიც ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ გახსნა.

საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამების მეორე და მესამე კურსის იუნკერებმა.

მოხსენებები ეხებოდა მრავალფეროვან თემებს: „მონეტარული პოლიტიკა – ინფლაციის რეგულირება“, ,,მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოს ეკონომიკაში და პანდემიური გამოწვევები”, ,,თანამდეროვე კომუნიკაცია ვებინარები”, ,,უკრაინის კრიზისი და სტრატეგიული მიზნის მიღწევის რუსული მეთოდები” და სხვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ბაკალავრიატის პროფესორ-მასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიება მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი თემების აუდიტორიისთვის გაზიარებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური