GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ოსნაბრუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ოსნაბრუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ჰანა კიკვიცკი. სტუმარს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ნინო გეწაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტი აკადემიურ პერსონალს შეხვდა და სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით კვლევითი ინტერვიუები ჩაატარა. აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის თემაა ,,არსებული გამოწვევების აღქმა საქართველოს უსაფრთხოების ელიტების მიერ”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური