GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი, რომელმაც აკადემიის ბაკალავრიატის პირველი კურსის იუნკერებს სენ-სირის სამხედრო სკოლის შესახებ გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩაუტარა. ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ფრანგული ენის DELF-ის გამოცდა. საფრანგეთის ატაშემ აკადემიის იუნკერებს სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები წარუდგინა. ფრანგი კადეტები საქართველოსთან დაკავშირებით საკვლევ თემაზე მუშაობენ.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კადეტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიის საქმიანობისა და სასწავლო პროგრამების შესახებ, ასევე გაცნობითი სახის შეხვედრები გაიმართა სამხედრო სკოლების ხელმძღვანელებთან. კადეტები სტუმრად იმყოფებოდნენ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასა და ნატოს სამეკავშირეო ოფისში. ისინი აკადემიის იუნკერებთან ერთად საკვლევი თემის გარშემო ჩართული იყვნენ დისკუსიებში. ფრანგი კადეტებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოეწყო უფლისციხეში.

მსგავსი სახის ვიზიტები ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური