GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელმძღვანელი პირებისთვის “კრიტიკული აზროვნების” სემინარი დაიწყო

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ორგანიზებით, ხელმძღვანელი პირებისთვის ,,კრიტიკული აზროვნების” სემინარი დაიწყო. ღონისძიებას DEEP საქართველოს პროექტის თავმჯდომარე, რობერტ ანტისი და ილარია დესანტისი გაუძღვებიან.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში განიხილავენ კრიტიკული აზროვნების განსხვავებულ პერსპექტივებს, კრეატიულ და ეთიკურ აზროვნებას, პრობლემის ელემენტების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, ასევე ორგანიზებულ მიდგომასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური