GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამამთავრებელი კურსის იუნკერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემია ჩართულია ,,ერასმუს პლიუსის” გრანტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში – ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, პროექტის კოორდინატორისა და სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებთან და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის იუნკერებთან.

შეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ რეგულაციებს პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე Turnitin-ის პროგრამის მუშაობისა და მათთვის შექმნილი სპეციალური ანგარიშის სწორად გამოყენებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური