GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები იონას ზემაიტისის სახელობის ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის იუნკერები გიორგი ხაბაზიშვილი და უშანგი ოსეფაშვილი 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 1-ლ თებერვლამდე, იმყოფებოდნენ იონას ზემაიტისის სახელობის ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში სემესტრული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

აკადემიის იუნკერები სწავლობდნენ ჩეხ და ლიეტუველ კადეტებთან ერთად. მათ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაიარეს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი, უსაფრთხოების მენეჯმენტი და თავდაცვის ინსტიტუტები, ასევე სამხედრო სწავლება.

მსგავსი სახის გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და სამომავლო განვითარებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური