GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსებს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7-13 ივლისსა და 14-20 ივლისს, რუმინეთში, ქ.სიბიუში გაიმართა რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის (Land Forces Academy) მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსები, რომელსაც მოწვევის საფუძველზე დაესწრნენ სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერები.

7 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით გამართულ კურსს ,,დროებით იზოლაციაში გადარჩენა” ესწრებოდნენ ბაკალავრიატის მესამე კურსის იუნკერები ვახტანგ ცინცაძე და ომარ ბაკურაძე. 14 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით გამართულ კურსს კი ბაკალავრიატის მეოთხე კურსის იუნკერები ალექსანდრე უგრელიძე, თენგიზ ფალელაშვილი, ბიძინა კამლაძე და ალი ტალიბოვი დაესწრნენ.

აღნიშნული კურსები მოიცავდა, როგორც სალექციო მეცადინეობას, ასევე საველე სწავლებებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური