GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის იუნკერები გაცნობითი ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც იუნკერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვის სამმართველოს უფროსს, რევაზ ჩხეიძესა​ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ნინო ბოლქვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა პრეზენტაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქციები, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა მიმოიხილეს. შეხვედრების მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური