GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ვიცე-პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძემ ლექცია ჩაატარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა და მათ გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის, მისი სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ვიცე-პოლკოვნიკმა აბაშიძემ მომავალ ოფიცრებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური