GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის უფროსმა, მაიორმა ვახტანგ ზედგინიძემ მონაწილეობა მიიღეს თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში, სროლისა და წვრთნის კვირეულში (UHASAT).

კვირეულის ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლები თურქეთი სხვადასხვა ქალაქში გამართულ სამხედრო, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებშიც აქიტიურად იყვნენ ჩართულნი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური