GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი სენ-სირის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერმა გიორგი ცინცქილაძემ წარმატებით გაიარა სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღები კონკურსი და მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან ქართველი იუნკერი საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ოფიცერთა საწყისი მომზადების პრესტიჟულ სკოლაში ჩაირიცხება.

იუნკერი ცინცქილაძე რიგით მესამე იუნკერია, რომელმაც სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩააბარა. გასულ წელს იგივე სასწავლებლის სტუდენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი გურამ სეფიაშვილი გახდა.

სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა მაღალი დონის (მაგისტრატურა) სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს. სკოლა სახმელეთო ძალების მომავალ ოფიცერს იმ ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, რაც კარიერის განმავლობაში თავისი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში დაეხმარება.

ეროვნული თავდაცვის აკადემია კიდევ ერთხელ ულოცავს იუნკერ გიორგი ცინცქილაძეს ამ დიდ წარმატებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)