GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერები ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას გადიან

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გადიან ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას, რომელიც მოიცავს საერთო საჯარისო ტაქტიკას, ტოპოგრაფიასა და საცეცხლე მომზადებას.

აღნიშნული სწავლების მიზანია იუნკერებმა შეძლონ საპატრულო ბაზის მოწყობა, ტაქტიკური გადაადგილება, დამცავი დაბრკოლებების გარღვევა, პოზიციების გამაგრება და გადაჯგუფება. ასევე შეტევის განხორციელება ოცეულის შემადგენლობაში. საველე სწავლების დროს იუნკერებს ჩაუტარდათ სროლის საკვალიფიკაციო სავარჯიშოები და სახმელეთო ნავიგაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური