GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ერთკვირიანი საველე სწავლება დასრულდა

დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ერთკვირიანი საველე სწავლება, რომელიც ატენის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

აღნიშნული საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს კომპასის გამოყენებასა და ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრაში, ორიენტირებას რუკის გარეშე, რეაგირებას ჩასაფრებასა და კონტაქტზე, აზიმუტით მოძრაობასა და მანძილის გაზომვას ადგილმდებარეობაზე.

საველე-პრაქტიკული სწავლების მიზანია საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ჯგუფის და ათეულის დონეზე პრაქტიკული შესრულებით დახვეწონ ის ტაქტიკური ვარჯიშები, რომელიც შესწავლილი აქვთ თეორიულად, ასევე პრაქტიკულად შეასრულონ სახმელეთო ნავიგაციაში თეორიულად შესწავლილი მეცადინეობები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური