GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის ტრენინგ-კურსი ჩატარდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების ორგანიზებით აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სახელწოდებით ,,მე – კონცეფციის” გავლენა სამუშაოს შესრულების ხარისხზე” გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი დროის რაციონალურად მართვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, მიზნების სწორად დასახვასა და მათ მიღწევას მოიცავდა.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსის ბოლოს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური