GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელებს პრაქტიკული საველე სწავლება ჩაუტარდათ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებს ატენის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული საველე სწავლება ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა საერთო საჯარისო ტაქტიკას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და საცეცხლე მომზადებას.

აღნიშნული სწავლების მიზანია იუნკერებს შეეძლოთ საკუთარი თავისა და აღჭურვილობის კომუფლირება, მოწინააღმდეგის პირდაპირი ცეცხლის ქვეშ გადაადგილება, ვიზუალური სიგნალების ხერხების გამოყენება, ასევე დროებითი საბრძოლო პოზიციების შერჩევა. საველე სწავლების დროს იუნკერებს ასევე ჩაუტარდათ სროლის პირველი საკვალიფიკაციო სავარჯიშოები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური