GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა ბაკალავრიატის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელს

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ აკადემიის სახელით მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა ბაკალავრიატის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელს, ქეთევან ქუთათელაძეს.

,,ეროვნული თავდაცვის აკადემიის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელს პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გამოვლენილი პროფესიონალიზმის, გამორჩეული სამსახურეობრივი საქმიანობისა და ღვაწლისთვის. ფასდაუდებელია შრომა, რაც ბაკალავრიატის განვითარების მიმართულებით გასწიეთ. მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რაც აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს მომავალ სამხედრო ოფიცრებს გადაეცით”,- აღნიშნა ბრიგადის გენერალმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური