2019-2020 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გრძელდება ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა მცხეთის, რუსთავისა და ბოლნისის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს.