GE

ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმები გააფორმა

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმები გააფორმა სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტსა და სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტებთან. რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ, სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა,გიორგი თავაძემ და სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორმა, თამაზ ნატრიაშვილმა.

მემორანდუმები ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადახვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას. ღონისძიების ბოლოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინსტიტუტებში არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური