GE

ERSU-ში თსუ-ის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის, ირაკლი მეგრელიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პარასკევს 21 ივლისს, 19:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ERSU-ს მოწვეული ლექტორის, თსუ-ის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის ირაკლი მეგრელიშვილის წიგნის „ევროპული გაერთიანების ისტორია – ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს სასწავლო კურსის რიდერს. იგი მოიცავს 60-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სხვადასხვა ავტორის ნაშრომს. წიგნის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ ევროპული გაერთიანების ისტორია და მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ასპექტები.

წიგნი გამოცემულია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის (ERSU-ს) ფინანსური მხარდაჭერით და სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გადაეცემა საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური