GE

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილებები შევიდა

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილელებები შევიდა.

კერძოდ, წესს დაემატა ასეთი მუხლი:

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა ინფორმირება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით.

2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში.

3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადების შესახებ მუხლში და ასე ჩამოყალიბდა.

უნივერსიტეტები 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური