GE

„ერთმა დანებებამ შეიძლება ჩემი ცხოვრება განსაზღვროს“ – აბიტურიენტების ნაწილი ეროვნულ გამოცდას ზოგად უნარებში აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 გრძელდება. აბიტურიენტები დღეს და ხვალ, 19 და 20 ივლისს, გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. დღეს ორი სესია, ხვალ კი ერთი სესია ჩატარდება. საგამოცდო ცენტრში შესვლამდე აპლიკანტები EDU.ARIS.GE – სთან მოლოდინებზე საუბრობენ და იმედს იტოვებენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იქნება და ასევე, მაქსიმალური დროს გამოყენება არ მოუწევთ, რადგან დღეს ტემპერატურა მაღალია და სიცხე მათ განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.

,,ერთადერთი ხელისშემშლელი რაც არის დღეს ჩემთვის, ესაა სიცხე, როცა ასეთ ტემპერატურაში პირბადით ხარ და 2 საათი და 40 წუთი გიწევს ერთ ადგილზე ჯდომა, თან არც კონდიციონერები შეიძლება ჩაირთოს, უბრალოდ ფიქრობ, დროულად დავწერ და გავალო. არ ვიცი როგორი მონდომებული უნდა ვიყო, რომ ამ სიცხეში ბოლო წუთამდე იქ ვიჯდე, თუმცა არიან ასეთებიც და წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.

„ზედმეტად ცხელა და მეც მაწუხებს ეგ ფაქტი, ალბათ სხვა პირობები რომ იყოს მაშინაც ვიწუწუნებდი, მაგრამ პირბადით? წამებაა ჩვეულებრივი. ხელს შემიშლის წერის დროს მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ სადამდეც საჭირო იქნება იქამდე ვიჯდები და არ გამოვალ! ერთმა დანებებამ შეიძლება ჩემი ცხოვრება განსაზღვროს, მხოლოდ ამიტომ“, – გვითხრა მეორე აპლიკანტმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე 4100-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო სესიები კი 2 დღეზეა განაწილებული.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური