GE

„ეს გამოცდები გააუქმონ და ვითომ სერტიფიცირებული მასწავლებლები რომ ჰყავთ იმათ მიხედონ!“ – პედაგოგი გორის საგამოცდო ცენტრიდან

პედაგოგოებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა დღეს დასრულდება.  პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აღნიშნული გამოცდა ორი დღის განმავლობაში წერეს და შედეგებსაც მოუთმენლად ელოდებიან. საგამოცდო ცენტრებიდან გამოსულები კი გვიყვებიან, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და მისი დაწერა არ გასჭირვებიათ. ისევე როგორც გუშინ, პენსიონერი პედაგოგები დღევანდელ გამოსცდაზეც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. მათი ნაწილი გამოცდების გაუქმებას და ღირსეულ ხელფასს ითხოვს.

“ეს გამოცდები უნდა გაუქმდეს, რადგან არაფრის მომცემი არ არის. დღევანდელი დღე შეურაცხმყოფელია, რადაგან ყველას ერთ ბარაში გვიშვებენ და ასე არ შეიძლება. გამოცდა არ გამჭირვებია, მაგრა ერთს გეტყვით, რომ ვითომ სერტიფიცირებული პედაგოგები, რომ არიან მათ მიხედონ, რომ გაკვეთილების ჩატარება არ იციან“, – გვითხრა თამარ შერმადინმა.

“ყველაზე მეტი ხელფასი პედაგოგს უნდა ჰქონდეს, რადგან ის ზრდის ყველა პროფესიის ადამიანს. გამოცდაზე ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ წავიდე სკოლიდან. მე 50-წლიანი სტაჟი მაქვს მუშაობის და ვფიქრობ, რომ საკმარისია”, – გვითხრა 68 წლის ნინა მანძულაშვილმა.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ. არ იყო რთული გამოცდა ყველა კითხვა სკოლის გარშემო ტრიალებს და ჩარჩოებს არ სცდება. მე 66 წლის ვარ და ქარელის ერთ-ერთ სკოლაში სპორტს ვასწავლი. ასაკის მიუხედავად, ყველაფერი შემიძლია, ამ ბოლო დროს ცოტა წნევები მაქვს და ვკურნალობ“,- გვითხრა ალექსი ზაბახიძემ.

“რუსულ ენაზე, რომ ყოფილიყო ეს გამოცდა უფრო ადვილად ჩავაბარებდი. ჯერ ახალგაზრდად ვგრძნობ თავს და სკოლაშიც კარგად ვახერხებ მუშაობას“, – აღნიშნა გამოცდიდან გამოსულმა ნაირა გალიგაშვილმა.

დღევანდელი პროფესიული უნარების გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული მასწავლებლების 21% არგამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური