GE

„ეს იყო ბრძოლაი საკვირველი” – მშობლების ფრაზები ბაღებში რეგისტრაციაზე

დღეს თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. როგორც აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, ბაღებში ადგილები ძალიან სწრაფად შეივსო. ამასთან, მშობლები განმარტავენ, რომ უშუალოდ რეგისტრაციის პროცესის დროს საიტი ცუდად მუშაობდა, შესაბამისად მონაცემების დროულად შეყვანაც გაუჭირდათ. მალევე შევსებული ადგილების გამო ზოგმა მშობელმა ბავშვი ბრმად, არასასურველ ბაღში, დაარეგისტრირა, ნაწილმა კი რეგისტრაცია საერთოდ ვერ მოახერხა.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ აღსაზრდელების მშობლების კომენტარებს:

“არიიიიიიიის!!!!
ოქსფორდში ჩავაბარეთ
კიბოს წამალი გამოვიგონეთ
ნობელი ავიღეთ
ატომი გავხლიჩეთ
ზღვა გავაპეთ
წყალი ღვინოდ ვაქციეთ
ევა ბაღში დავარეგისტრირეთ!!!
მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდა :ცრემლიანისმაილი:
ამდენი არ მინერვიულია ჩემ არც ერთ გამოცდასა და კონკურსზე. ყველა უჯრედიდან ადრენალინი მასხამს”.

“ისეთ ბაღში დავარეგისტრირე საერთოდ არ ვიცი საადაა და როგორია”.

“გამოცდაზე გავდიოდი თუ ბავშვს ვარეგისტრირებდი ვერ გავიგე”.

“თსუ-ში საგნების არჩევას გავს. ბაზის გახსნიდან 5 წუთში არც სასურველი საგანი იყო თავისუფალი და არც არაფერი”.

“სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა მშიოდა და ლუკმა ვერ ჩავიდე. დავარეგისტრირე და აღარც მშია :D”.

“დავარეგისტრირე ბავშვი, ასე მგონია უმაღლესში ჩაირიცხა”.

“დავარეგისტრირე, ისე მიხარია მართლა გეგონება ოქსფორდში მიიღო 100%-იანი დაფინანსება”.

“სმს არ მომსვლია, მაგრამ მიჩვენებს რომ დარეგისტრირებულია და ძალიან მიხარია და ტყუილად ხომ არ მიხარია?”.

“ჩაჭრა მირჩევნია იქ დარეგისტრირებას სადაც მოხვდა”.

“ვისაც ჯავახიშვილი გვინდოდა და უბრალოდ კოლეჯში მოვხვდით?”.

“პირველად საქართველოში გავიგე ბაღში ბავშვის მიყვანა დასწრებაზე როა”.

“ეს იყო ბრძოლაი საკვირველი”.

“სმსი არ მოსულა ჯერ და მიწერს რო დარეგისტრირებულია და დავმშვიდდე??”.

“სასურველ ბაღში მოხვდა ვინმე?:(((((((“.

“ორ წუთში როგორ შეიძლება ადგილები შეივსოს. 12-ზე გაიხსნა და ეგ ორი წუთი კი უნდა მონაცემების შეყვანას”.

“ჩვენ დავრეგისტრირდიით, მთელი ოჯახი ვზეიმობთ”.

“თბილისის მერი რომ გავხდები, პირველ რიგში ბაღის რეგისტრაციის პრობლემას მოვაგვარებ”

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური