GE

eschool-ის ბაზაში მასწავლებლის აქტივობების ასახვის ვადა 30 ივნისის ჩათვლით გახანგრძლივდა

eschool-ის ბაზაში აქტივობების ასახვის ვადა გახანგრძლივდა. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა, თავიანთი აქტივობები eschool-ის ბაზაში 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა ასახონ  და სკოლის შეფასების ჯგუფმა კი შესაბამისი ოქმი უნდა დაწეროს.

,,ელექტრონული მართვის სისტემაში არის განთავსებული მასწავლებლების ინდივიდუალური პროფილები. ელქტრონულ სისტემაში საკუთარ პროფილში შესვლის შემდეგ მასწავლებელი სამოქმედო გეგმის გვერდზე გადადის და აქ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალიდან ირჩევს აქტივობებს. შემდეგ მასწავლებელი გადადის თავისი პროფესიული საქაღალდის გვერდზე, სადაც ასევე ავტომატურად ასახულია მის მიერ არჩეული აქტივობები. თითოეული აქტივობის გვრდზე მასწავლებელი ატვირთავს დამადასტურებელ დოკუმენტს ან დოკუმენტებს. ამის შემდეგ მას არ უნდა დაავიწყდეს მონიშნოს, გამოქვეყნების პატარა უჯრა, რომლიც განთავსებულია ატვირთული დოკუმენტის გასწავრივ, თარიღის შემდეგ სვეტში – გამოქვეყნება”, – აცხადებს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორი კახა ჟღენტი.

როგორ ავსახოთ eschool-ში მასწავლებლის აქტივობები და როდის გახდება ცნობილი ვის რამდენი კრედიტ–ქულა ერგო

მასწავლებლის მიერ eschool-ის სისტემაში დოკუმენტის ატვირთვის ვიდეოინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური