GE

ესეების კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ მონაწილეთა საყურადღებოდ

ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, რომელსაც EDU.ARIS.GE პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ატარებს, გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ მალე, 20 სექტემბერს დასრულდება მონაწილეთა ნამუშევრების მიღება და ესეები საუკეთესოთა გამოსავლენად ჟიურის წარედგინება. გამოიყენეთ შანსი, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ ფულადი პრიზი, რომელიც 16 გამარჯვებულ მასწავლებელს სპეციალურ ცერემონიალზე პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაეცემა.

ესეების კონკურსში მონაწილეობის პირობები

ამასთან, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკურსის მონაწილეთა აქტივობისა და ზოგიერთი გასათვალისწინებელი ფაქტორის შესახებ.

რეგიონებისა და რაიონების მიხედვით, ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტიურები იმერეთის, კახეთის და ვაკე-სუბურთალოს სკოლების მასწავლებლები არიან.

რაც შეეხება პასიურობას, აჭარის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლების მასწავლებლები ნაკლებად აქტიურები არიან, თუმცა მათ 20 სექტემბრის ჩათვლით კიდევ აქვთ დრო, რომ იმუშაონ ესეზე და გამოაგზავნონ მეილზე: ese@aris.ge.

როგორც აღმოჩნდა, არაერთი პედაგოგი თვლის, რომ კონკურსში მონაწილეობა გაუჭირდება, თუკი მან საქართველოს კონსტიტუცია ზედმიწევნით არ შეისწავლა, ან არ იცის, რაც არ შეესაბამება რეალობას. კონკურსის მოთხოვნა არ არის კონსტიტუციის ცოდნა, აუცილებელია ავტორმა არგუმენტირებულად იმსჯელოს და დაასაბუთოს მისი კრიტიკული აზრი არსებულ დოკუმენტზე, ან წარმოადგინოს ინიციატივა, რომლის გათვალისწინებასაც კონსტიტუციაში ისურვებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აქვე გთავაზობთ მონაწილეობის წესებს და გისურვებთ გამარჯვებას:

ესეების კონკურსში მონაწილეობის პირობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური