GE

„ევროპის უნივერსიტეტი“ განცხადებას ავრცელებს

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ინდოეთის ელჩთან, ბატონ კაშან დენ დიუალთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც აღინიშნა, რომ ინდოეთი უახლოს პერიოდში გეგმავს საელჩოს გახსნას.

ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, სადაც არაერთი ინდოელი სტუდენტი სწავლობს, მისასალმებელია ინდოეთის სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, რადგან საელჩოს უშუალოდ საქართველოში არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს კულტურათშორის ურთიერთობას, ასევე ხელს შეუწყობს ინდოელი სტუდენტების მეტ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.

როგორც მოგეხსენებათ, “ევროპის უნივერსიტეტი” თავის მხრივ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი სტუდენტები – მათ შორის ინდოელი სტუდენტები არიან ჩართული და წარმოდგენილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური