GE
„ევროპის უნივერსიტეტი“ გლობალური ქსელის Businet-ის წევრი გახდა

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ჩართულობით, “ევროპის უნივერსიტეტი” გლობალური ქსელის Businet-ის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევრაზიის რეგიონში, რომელიც Businet ქსელში გაწევრიანდა.

თანამშრომლობის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტს” აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა ჩაერთოს Businet ქსელის მასშტაბურ აქტივობებში და გაიზიაროს საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება.

Businet-ის ქსელი ბიზნეს უნივერსიტეტების მიერ 1987 წელს დაარსდა და ხელს უწყობს საერთაშორისო პროგრამების ბიზნესის მიმართულებით განვითარებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პერსონალის და სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდას. ამ დროისთვის ორგანიზაციას ჰყავს 113 წევრი და წარმოდგენილია 31 ქვეყანაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ევროპის უნივერსიტეტი