„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
10 აგვისტოს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, „ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი, ნინო ტალიაშვილი მიესალმა. მან ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტის მნიშვნელოვან ზრდაზე და სტუდენტებისთვის შექმნილ უნიკალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკა კაველიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ბესიკ ტაბატაძემ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, სოფიო სამხარაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ გადასცეს.
„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს წლების განმავლობაში გაწეული შრომის ამ განსაკუთრებულ შედეგს და განვითარების ახალ გზაზე წარმატებას უსურვებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ბუდაპეშტში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 51-ე კონგრესში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი