GE

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

15 დეკემბერს, 10:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია 2021” გაიმართება.

კონფერენციის მიზანი საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაა.

კონფერენციას ოფიციალურად „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნიან.

საპატიო სტუმრის სტატუსით გახსნის ცერემონიაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციას საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის, ესპანეთის, კოსტარიკისა და ირლანდიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მთავარი მომხსენებლები კი ნიკოლოზ ფარჯანაძე, ეკატერინე ფიფია, ნიკ მიკელიოუდაკისი და ნიცა დავიდოვიჩი იქნებიან.

ღონისძიების ბოლოს, საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

კონფერენციის ვებგვერდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური