GE

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

“ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია 2021” გაიხსნა.

კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და მონაწილეებს მიმართა.

“მიუხედავად გამოწვევებისა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო აწყდება Covid-19-ის პანდემიის გამო, „ევროპის უნივერსიტეტი“ ახერხებს ახალი ინიციატივების განვითარებას და ეს კონფერენცია არის ჩვენი წარმატებული ძალისხმევის დასტური.

განათლება და კვლევა, ეს არის ის, რასაც ჩვენ „ევროპის უნივერსიტეტში“ გვინდა მივუძღვნათ თავი. თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში განათლების როლის გადაჭარბება შეუძლებელია; სიახლე არ არის, თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე წამყვანი სახელმწიფოების უმრავლესობამ მოახერხა თავისი სახელმწიფოებრიობის აგება, როდესაც მიაღწიეს წარმატებას განათლების ეფექტური სისტემების ჩამოყალიბებაში; დღეს საქართველო იგივე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას, როდესაც ის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გზაზეა; და ქართულმა უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს აკადემიურ ინიციატივებში. ამ ტიპის აქტივობები განსაკუთრებით რთულია პანდემიური მდგომარეობის გამო; თუმცა, ჩვენ უნდა შევეგუოთ მიმდინარე მოთხოვნებს და განვავითაროთ სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიები და აკადემიური აქტივობები.

ჩვენი კონფერენციის თემები ძალიან თემატურია პანდემიის გამო, რაც ხაზს უსვამს ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას. არ ვიქნები ძალიან ამბიციური, რომ განვაცხადო, რომ დღევანდელი კონფერენცია და მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს აკადემიური სტანდარტების ამაღლებას საქართველოში და მომავალში გვექნება უფრო დიდი გეოგრაფია, რათა ჩვენი დადებითი გავლენა იყოს ბევრად უფრო ღირებული და მართებული“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.

კონფერენციას საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის, ესპანეთის, კოსტარიკისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების ბოლოს, საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ტარდება.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური