GE

„ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

„ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი თემაზე – “საქართველოს ევროპული მომავალი“, მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსში მონაწილეთა 75%-მა 21-ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა.

ამჟამად, კომისიის ჩართულობით, მიმდინარეობს ესეების დამუშავება გამარჯვებულების გამოსავლენად.

მეორე ეტაპზე გადასული ნაშრომები უკვე გადაეგზავნა საფრანგეთის საელჩოს, რომლებიც გამოავლენენ ელჩის რჩეულ ესეს ავტორს და პერსონალურად დააჯილდოებენ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესეების კონკურსი 6 მარტს გაიმართა. კონკურსში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

კონკურსი “ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, “ევროპის დღეს” გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ევროპის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური