GE

,,ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

23 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება)“.

კონფერენციაში მონაწილე ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე (გრენობლი) მარსელ კლაჯნბერგი, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორები – თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და საელჩოს წარმომადგენლები – ლოლა ობერტინი, ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ევროპის უნივერსიტეტსა” და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტისა და საელჩოს ერთობლივი ესეების კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“. მასში მონაწილეობდნენ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან. კონფერენცია “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური