„ევროპის უნივერსიტეტს“ მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა
“ევროპის უნივერსიტეტს” მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა
საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავენ.
მსგავსი სახის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს “ევროპის უნივერსიტეტში” გაიმართა.
სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.
როგორც მიუნხენის საუნივერსიტეტი კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი სურვილია, საქართველოში როგორც სასწავლო პროცესებს, ასევე კლინიკურ განვითარებას გაეცნონ.
მათივე თქმით, დღეს ეცნობიან “ევროპის უნივერსიტეტს” და სამომავლო თანამშრომლობის გზებს გეგმავენ, რაც კლინიკურ, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობას გულისხმობს.
- “ევროპის უნივერსიტეტში” ევროპარლამენტის ყოფილი წევრის ჰანს-იურგენ ზახორკას საჯარო ლექცია გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი
- 13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი