„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
14 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის მოადგილემ, გენერალმა გიორგი სურმავამ მოაწერეს ხელი.
შეხვედრის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებმა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით დაარსდა.
-
თბილისის ზოოპარკის ვეტერინარმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა გუნდმა პირველი სოლო კონცერტი გამართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს
by ევროპის უნივერსიტეტი