GE

ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება.

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 15 სექტემბრიდან – 23  სექტემბრის (10:00 – 18:00 საათი) ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის. გურამიშვილის #76, პირველი სართული).

მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) ინგლისური ენა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად   დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
  • ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური