GE

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა

9 მარტს 12:00 საათზე ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში (ERSU) საჯარო ლექცია, თემაზე „ადვოკატის უნარჩვევები და სასამართლოში ქცევის წესები“, ჩატარდა. საჯარო ლექცია უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა წაიკითხა.

ლექციას საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, სამართლის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებსა და ლექტორს შორის დისკუსია გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური