GE

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში Speak up Georgia-ს ხელმძღვანელი საჯარო ლექციას ჩაატარებს

22 მარტს 13:00 საათზე, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში – Ersu-ში , # 401 აუდიტორიაში გაიმართება თამარ კანაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – ,,როგორია დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები”.

თამარ კანაშვილი გახლავთ Speak up Georgia-ს ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით 7- წლიანი სამუშაო გამოცდილება (14+ სამსახურეობრივი სამუშაო პოზიცია სხვადასხვა წარმატებულ კომპანიაში; 300+ ჩატარებული ტრენინგი).

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • რა კრიტერიუმები უნდა დავიცვათ პერსონალური რეზიუმეს (CV) შექმნისას?
  • როგორი უნდა იყოს წარმატებული ინტერვიუ და ზოგადად წარმატებული გასაუბრება.
  • ყველა იმ თვისებისა და უნარის ჩამონათვალი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დასაქმებაში.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური