GE

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი „ერუდიტი“-ს უპრეცედენტო შეთავაზება აბიტურიენტებს

ევრორეგიონულმა სასწავლო უნივერსიტეტმა დააარსა აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი „ერუდიტი“. „ერუდიტი“-ს დაარსების მიზანია, არაფორმალური და ინტენსიური სასწავლო კურსებით, ასევე  სხვა თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით, უფროსკლასელებს და აბიტურიენტებს შესთავაზოს სპეციალური პროგრამოები და პროექტები, რათა ხელი შეუწყოს მათ წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, პროფესიის არჩევისას გააკეთონ სწორი არჩევანი და სწავლა გააგრძელონ სასურველი მიმართულებით.

„ერუდიტი“-ს მიზანია, უფროსკლასელებთან და აბიტურიენტებთან უწყვეტი თანამშრომლობა, მათთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება,  მათი ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა ზოგადად უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს შესახებ, რაც დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ სწრაფად  ორიენტირებაში.

„ერუდიტი“-ს მუშაობა დაფუძნებულია მრავალი წლიანი გამოცდილებასა და ცოდნაზე.

  • „ერუდიტი“ გთავაზობთ უფასო ინტენსიურ სასწავლო კურსებს, რომელიც რეკომენდებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის;
  • „ერუდიტი“-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის იმართება უფასო ტრენინგები და სემინარები, რომელიც ეხმარება მათ პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში;
  • „ერუდიტი“ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა კვალიფიციური ტრენერების დახმარებით გაეცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • ტრენინგ-სემინარებით, ლექციებითა და სხვა ინტერაქტიურ მეთოდებზე დაყრდნობით, უფროსკლასელებს/აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ზოგადი ცოდნა სხვადასხვა პროფესიის ირგვლივ;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელი ცენტრი, ზრუნავს უფროსკლასელების/აბიტურიენტების პიროვნული განვითარებისთვის;
  • „ერუდიტი“ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სთავაზობს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, უფასოდ სწავლის შესაძლებლობას და ფასდაკლების ვაუჩერებს;
  • „ერუდიტი“ უფროსკლასელებს/აბიტურიენტებს საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სთავაზობს საერთაშორისო სასკოლო და საუნივერსიტეტო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობას;
  • ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, განსაკუთრებული აქტივობით გამორჩეულ აბიტურიენტებს უფასოდ გაგზავნის საზღვარგარეთ სხვადასახვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად.

„ერუდიტი“-ში უფროსკლასელები და აბიტურიენტები გაეცნობიან ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ფუნქციონირების პრინციპებს, ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. „ერუდიტი“-ს დამთავრების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.

„ერუდიტი“ სხვადასხვა აპრობირებული მეთოდით ეცდება ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მოემზადონ სტუდენტური ცხოვრებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(0 32) 2 51 94 95 –  თბილისი

(0 370) 27 05 57 – გორი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური