GE

ევრორეგიონულმა უნივერსიტეტმა გორის სოფლებიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

დღეს ევრორეგიონულმა უნივერსიტეტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა (მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი, ხელთუბანი).

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და მოსიმინეს მოკლედ პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ. მათ სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ სუხიშვილმა მიმართა, რის შემდეგაც ტრენინგს თემაზე “ადამიანის უფლებები” დაესწრნენ.

მოსწავლეებმა დღის ბოლოს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური