GE

ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შემდეგ 3 მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა

ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, სამივე ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა.

ბავშვების თქმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური