ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge https://edu.aris.ge/news Tue, 26 Oct 2021 05:00:34 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.9 „როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“ – პედაგოგები აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში შესულ ცვლილებებზე https://edu.aris.ge/news/rogorc-maswavlebeli-romelsac-dachlungebuli-taoba-ar-unda-vfiqrob-rom-barieri-unda-gaizardos-pedagogebi-abiturientta-qartulis-testebshi-shesul-cvlilebebze.html https://edu.aris.ge/news/rogorc-maswavlebeli-romelsac-dachlungebuli-taoba-ar-unda-vfiqrob-rom-barieri-unda-gaizardos-pedagogebi-abiturientta-qartulis-testebshi-shesul-cvlilebebze.html#respond Tue, 26 Oct 2021 05:00:34 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119582 „როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“ – პედაგოგები აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში შესულ ცვლილებებზე
„ყველამ უნდა ჩააბაროს“ – სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობდნენ, პედაგოგების აზრით, აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილებების შეტანის ინიციატორები. მათი ნაწილის შეფასებით, ტესტი გამარტივდა, ბარიერი კი არ გაზრდილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს უნივერსიტეტების კარებს ფართოდ უღებენ. სპეციალისტები, რომელთაც სიახლეების კვალდაკვალ სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა გამოცდებამდე 10 თვით ადრე მოუწევთ, ამას სულაც არ მიესალმებიან და ცვლილებების მიზეზად ფინანსურ ინტერესებსაც ასახელებენ.

აბიტურიენტებისთვის 20 ოქტომბრის დილა მოულოდნელობებით დაიწყო, ვინაიდან სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებისთვის ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს); III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან საგამოცდო ტესტის II ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად აირჩია).

70-დან 60-მდე შემცირდა მაქსიმალური ქულის ოდენობაც. საგამოცდო დროდ კი, სამი საათი განისაზღვრა. EDU.ARIS.GE ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების აზრით დაინტერესდა. მათი ნაწილისთვის სიახლეები სრულიად მიუღებელია, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯობდა გაცილებით ადრე დაანონსებულიყო და ძალაში შესვლამდე ეროვნულ სასწავლო გეგმას მორგებოდა, ნაწილი კი ამბობს, რომ ცვლილებებმა აბიტურიენტების ცოდნის გამოვლენა გააიოლა.

„მე, უფრო, სხვა ტიპის ცვლილებებს ვისურვებდი“- ნატო კვენეტაძე. მენტორი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თერჯოლის #1 სკოლა

„გამარტივებულია, კი. ამის მიზეზი, შესაძლოა, პანდემიური ვითარება იყოს“, – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თერჯოლიდან, ნატო კვენეტაძე და და დასძენს, რომ გამარტივების პარალელურად, სიახლეების ნაწილი დამაბნეველი და ბუნდოვანიც კია.

ტექსტის გააზრების დავალება, რომელიც ერთ-ერთი სიახლეა, მისი აზრით, ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში მოცემულთან შედარებით, მარტივია. ამბობს, რომ ტექსტიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხების გაცემა საშუალოზე ოდნავ უკეთეს მოსწავლესაც არ გაუჭირდება.

„ყველაზე სადაო და საინტერესოა ის მესამე დავალება, რომელიც პრობლემატური საკითხის შემოტანას გულისხმობს. ნიმუშში მოცემული „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტი განვიხილეთ და არგუმენტირებული ესესა და მხატვრული ესეს გამთლიანების მცდელობა დავინახე. სიკეთეა ის, რომ ბავშვებს ორ რაღაცაზე კონცენტრირება აღარ მოუწევთ, ორი თემა არ ექნებათ შავად და თეთრად დასაწერი. ამ რთული ფსიქოლოგიური ფონის პირობებში, ერთ თემაზე კონცენტრირება, ალბათ, უფრო მისაღებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ უფრო სიმარტივეა. თუმცა, შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმში გვეუბნებიან, რომ ნაშრომში ნაწერის ერთგვაროვნება უნდა იკითხებოდეს. ჩვენ ვიცით, რომ ნაშრომის ერთგვაროვნებაში დროის ფორმების ერთგვაროვნება იგულისხმება. მაგალითად, თუკი აბიტურიენტი თემის წერას წარსულ დროში დაიწყებს (რაც თავისთავად ასე მოხდება, რადგან მე-19 საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებზე წარსულ დროში გიწევს მსჯელობა), ბოლომდე წარსულ დროში უნდა დაწეროს. არადა, მოგვიანებით, ამ პრობლემატიკის აწმყოში არსებობაზე უნდა იმსჯელოს და დროის ფორმის ცვლილება მოუწევს. ანუ, თემის ერთგვაროვნების საკითხი ძალიან გართულდება. იმედია, ამ იდეის ინიციატორები საზოგადოებას ინსტრუქციას მიაწვდიან.

„შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამის თქმა მინდა – 5 ქულაზეა შეფასებული მხატვრული ტექსტის ანალიზი და 5 ქულით ფასდება პრობლემის აქტუალობის დასაბუთებაც. საკმაოდ მაღალი ქულებია. აქ, სინამდვილეში, ერთსა და იმავე შინაარსობრიობას ვხედავ. თუ პრობლემატურ საკითზე ღრმა ანალიზი მჭირდება, განა პრობლემატიკის აქტუალობის დასაბუთებაც იგივე არ არის? თემის ანალიზი პრობლემის აქტუალობის დასაბუთებასაც გულისხმობს. ანუ, ამ კრიტერიუმებს შორის შინაარსობრივი გადაკვეთაა. მერჩივნა, უფრო გაემიჯნათ. ზოგადად, თემაში 34 ქულა მებევრა“, – აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში პედაგოგი.

იგი ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში, ცვლილებებისთვის, მეტი მზაობა იყო საჭირო. უპრიანი იქნებოდა ეს ყველაფერი ახლა დაანონსებულიყო, ძალაში კი მომდევნო წლიდან შესულიყო. ამგვარად, მოსწავლეებიც მეტად მოასწრებდნენ შემზადებას და პედაგოგებიც უკეთ შეძლებდნენ სწავლების ახალი მეთოდოლოგიის ათვისებას. მათ, ახლა, თავიანთი მუშაობის სტილში ცვლილებების შეტანა მოუწევთ, რაც, ჩვენი რესპონდენტის აზრით, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

„რეალურად, სკოლაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, ასეთი მეთოდოლოგიით არ ვასწავლით. ცალკე ვაწევრინებთ არგუმენტირებულ ესეს და ცალკე – მხატვრულ თემას. ასე კომბინირებულად ეს საკითხი არ შემოგვიტანია. სიმარტივე არის, რადგან ორი თემიდან ერთ თემაზე გადადივართ და ერთ პრობლემატიკაზე ვკონცენტრირდებით, მაგრამ, სირთულეებსაც ვხედავ. ჩვენი მოზარდების ფსიქოლოგია ისედაც დამძიმებულია და სიტყვა „ცვლილებაზეც“ კი მტკივნეულად რეაგირებენ. სიახლეები,ზოგადად, რთული მისაღებია.

„რაც შეეხება იმას, თუ რა ცვლილებების შეტანა მოგვიწევს მუშაობაში, ტექსტის ანალიზს, რასაც უნარებში ვაკეთებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ყველაზე დიდი გამოწვევა კი, რეპეტიტორებისთვის, ალბათ, არგუმენტირებული ესესა და მხატვრული თემის შერწყმის მეთოდიკის დასწავლა და ბავშვისთვის მიწოდება იქნება. ყველაზე მეტი სამუშაო, მასწავლებლებს, ამ მხრივ გვაქვს“, – აცხადებს ნატო კვენეტაძე.

იგი არც იმას მალავს, რომ ტესტებში უფრო სხვა ტიპის ცვლილებებს ისურვებდა. კონკრეტულად კი, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევას -„როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“, – ამ ფრაზით ამთავრებს  EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუს მენტორი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

„მეჩვენება, რომ ამ ცვლილებებში გარკვეული კომერციული გათვლაა“ – ციცინო გოგატიშვილი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც, ქართული ენის გამოცდაზე ბარიერი გაზრდის მომხრეა, ციცინო გოგატიშვილია. ამბობს, რომ ასეთი დაბალი ზღვარი სტუდენტობას აუფასურებს და მომხრეა იგი 30 ქულამდე გაიზარდოს, რაც საერთო ქულის 50%-ს შეადგენს (ამ დროისთვის, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუკი აბიტურიენტი მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტს დააგროვებს- ავტ). ამგვარად, უნივერსიტეტში მოხვედრილ ახალგაზრდას დანამდვილებით ეცოდინება, რომ მან სტუდენტობა დაიმსახურა.

ცვლილებების ნაწილი, რომელიც ტესტმა განიცადა, მისთვის მისაღებია და ფიქრობს, რომ იგი აბიტურიენტებს ცოდნის გამოვლენას ამარტივებს.

„ტექსტის გააზრებისთვის დაშვებული თხუთმეტი კითხვა რომ აღდგა, სავარაუდო პასუხებით, ეს კარგია. იგი აბიტურიენტებს თხზულების დასაწერად ამზადებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად შეეწყობათ ხელი ცოდნის გამოსავლენად. იქ ისეთი სააზროვნო კითხვებია დასმული, რომ მოსწავლის შესაძლებლობები მაქსიმალურად ვლინდება.

„რაც შეეხება ესესა და თხზულების გაერთიანებას, აქ, მთავარია, ბავშვმა მთავარ სათქმელს მიაგნოს. ორივე ერთ პრინციპზეა აგებული, ერთიანდება და მეტი ფიქრი დასჭირდებათ. ცუდი იქნება, დროს თუ შეამცირებენ, რადგან ამგვარი ტექსტის გააზრებას გაცილებით მეტი დრო უნდა. თხზულების ესედ გადაქცევა აზროვნებას მოითხოვს. მგონია, რომ ეს პროცესი უფრო შემოქმედებითია. ოღონდ, თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს საგამოცდო დრო და მომთხოვნელობა. ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში პედაგოგი.

კითხვაზე, მოუწევს თუ არა აბიტურიენტებთან მუშაობის პროცესის მნიშვნელოვნად შეცვლა, გვპასუხობს, რომ სიახლეები, მისთვის, სახალისოც კია და საკუთარ თავზე მუშაობისკენ უბიძგებს. შესაბამისად, ამას არც ისე დრამატულ პროცესად მიიჩნევს. ცვლილებების მიზეზებში კი, აბიტურიენტებისთვის საქმის გაიოლების მცდელობაზე მეტად, სხვა ინტერესებს ამჩნევს.
„მეჩვენება, რომ ამ ცვლილებებში გარკვეული კომერციული გათვლაა. ყოველ წელს რაღაცას ცვლიან. მათ შორის, ისტორიაშიც, რათა სახელმძღვანელოები გაიყიდოს. ეს სიახლეები საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი. 2022 წლის სახელმძღვანელოები გამოსულია და ბავშვები, საჭირო წიგნებით, რომლებიც არც ისე იაფი ღირს, უკვე შეიარაღებულები არიან. ახლა, ალბათ, ახალს დაბეჭდავენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კომერციულ გათვლასთან და დიდი რაოდენობის წიგნების გაყიდვის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, – დასძენს ციცინო გოგატშვილი.

„შეფასების კრიტერიუმები პირდაპირ “ყვირის” – “ყველამ უნდა ჩააბაროს”- ნინი ჯავახიშვილი. ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგი.

საკმაოდ მწვავე შეფასება მოვისმინეთ ნინი ჯავახიშვილისგან, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლი და ქართულის ენის ფილოლოგია. ცვლილებები მისთვის მუღებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ინიციატორებს პანდემიისა და ონლაინსწავლების გამოწვევების გათვალისწინება ამოძრავებდათ. ფიქრობს, რომ ტესტის ამგვარი გაიოლება მოსწავლეებს მოტივაციას აკარგვინებს, რაც მათი ცოდნის ზოგად დონეზე აუცილებლად აისახება.

„განათლების სისტემა რომ თავზე გვემხობა, ამ ცვლილებამაც დაადასტურა. თვალებს არ ვუჯერებდი, შეცვლილი ფორმატი რომ ვნახე. უფრო მეტად შეფასების კრიტერიუმებმა გამაკვირვა, კერძოდ – გრამატიკის ნაწილმა. მაგალითად, პუნქტუაციის კრიტერიუმს 3 ქულა ენიჭება. ამ სამიდან აბიტურიენტი 1 ქულას მაინც “დაიმსახურებს”, თუ 10-ზე მეტი შეცდომა არ დაუშვა. მორფოლოგია-ორთოგრაფია-სინტაქსშიც ასეა, 1 ქულა მაინც იწერება, თუ აბიტურიენტს 10-ზე მეტი შეცდომა არ აქვს. “გრამატიკა დიდად არ გვჭირდებაო” – ასე გვითხრეს ამ კრიტერიუმებით. ფაქტობრივი შეცდომის არდაშვება, ვფიქრობ, ყველაზე მარტივია. ამ კრიტერიუმის წყალობით “გარანტირებული” ერთი ქულა ჰქონდათ, ახლა ორი მიანიჭეს. შეფასების კრიტერიუმები პირდაპირ “ყვირის” – “ყველამ უნდა ჩააბაროს”, – აღნიშნავს  EDU.ARIS.GE -სთვის მიცემულ ინტერვიუში პედაგოგი.

მისი თქმით, საქმე ლიტერატურულ ნაწილშიც გააიოლეს – ორი თხზულების ნაცვლად ერთის დაწერა მოუწევთ. თუკი ადრე მთავარი სათქმელის ამოცნობა აბიტურიენტებს უწევდათ, ახლა პირდაპირაა მოცემული. ტექსტიც იქვეა და არგუმენტების მოძიება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეკითხვებიც პირდაპირ ხაზს უსვამს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება თხზულების წერისას. საერთო ჯამში, პედაგოგის შეფასებით, ნაკლები ფიქრია საჭირო.

„ნაწერში ტექსტის მხატვრული თავისებურებების შეფასებასაც აღარ ითხოვენ, მხოლოდ მინიმალური ცოდნაა საჭირო, იმდენი, მხატვრული ხერხის ამოცნობა რომ შეძლო (ე.წ. შემოსახაზ კითხვებს რომ უპასუხო). ტესტის ფორმატი და კრიტერიუმები რომ გავაცანი, ერთმა მოსწავლემ ისიც კი თქვა, სულაც აღარ მოვემზადები, ამას ხომ ისედაც დავწერო. სხვებიც აჰყვნენ – სკოლაც აღარაა საჭიროო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მეც ეს ფიქრები გამიჩნდა.

„აქამდე მეტს ვმუშაობდით, ორ თხზულებას ვწერდით, მხატვრულ მხარეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით, ასევე – მთავარი სათქმელის ამოცნობასა და მასზე მსჯელობას. ახლა ნაკლები ენერგიის დახარჯვა იქნება საჭირო. სწავლების მეთოდიკა შესაცვლელია, თუმცა, შესაბამისი ფორმატის ტესტების კრებულები არ არსებობს და თხზულების დებულებების მოფიქრება თავად მომიწევს“, – დასძენს ნინი ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტთან ერთად, 2022 წლის გამოცდებისთვის, მცირედით იცვლება გეოგრაფიის ტესტიც. გარდა ამისა, გაიზარდა მესამე სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნების არჩევანიც.

ამავე თემაზე:

ორიოდ სიტყვა ქართული ენის ტესტების ფორმატის შეცვლაზედა თქმული…

]]>
https://edu.aris.ge/news/rogorc-maswavlebeli-romelsac-dachlungebuli-taoba-ar-unda-vfiqrob-rom-barieri-unda-gaizardos-pedagogebi-abiturientta-qartulis-testebshi-shesul-cvlilebebze.html/feed 0
„ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის“ https://edu.aris.ge/news/chventan-51-mshobeli-mkurnalobs-matgan-samwuxarod-arcerti-vaqcinirebuli-ar-aris.html https://edu.aris.ge/news/chventan-51-mshobeli-mkurnalobs-matgan-samwuxarod-arcerti-vaqcinirebuli-ar-aris.html#respond Mon, 25 Oct 2021 14:16:36 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119594 “ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა კლინიკაში კვლავ მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება, თუმცა ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება.

“კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ, რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას – არცერთი არ არის კრიტიკულად მწვავე. ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება”, – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.

]]>
https://edu.aris.ge/news/chventan-51-mshobeli-mkurnalobs-matgan-samwuxarod-arcerti-vaqcinirebuli-ar-aris.html/feed 0
,,ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტში მიიღო მონაწილეობა https://edu.aris.ge/news/evropis-universitetis-profesorma-gaeros-ganvitarebis-programisa-da-shvedetis-mtavrobis-mier-dafinansebuli-proeqtshi-miigo-monawileoba.html https://edu.aris.ge/news/evropis-universitetis-profesorma-gaeros-ganvitarebis-programisa-da-shvedetis-mtavrobis-mier-dafinansebuli-proeqtshi-miigo-monawileoba.html#respond Mon, 25 Oct 2021 14:08:35 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119595 ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც სემინარში მონაწილეობდნენ, შეხვედრის ფარგლებში გაეცვნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიასა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ სემინარის მუშაობის პროცესში საქსტატის აღმასრულებელ დირექტორსა და ამავდროულად ღონისძიების მოდერატორს გოგიტა თოდრაძესა და ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გივი ბედიანაშვილის წინასწარი მოლაპარაკებით, უახლოეს მომავალში, ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობით სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

]]>
https://edu.aris.ge/news/evropis-universitetis-profesorma-gaeros-ganvitarebis-programisa-da-shvedetis-mtavrobis-mier-dafinansebuli-proeqtshi-miigo-monawileoba.html/feed 0
CIU-ს სტუდენტი ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს მისიაში დასაქმდა https://edu.aris.ge/news/ciu-s-studenti-eter-xandjaliashvili-eutos-misiashi-dasaqmda.html https://edu.aris.ge/news/ciu-s-studenti-eter-xandjaliashvili-eutos-misiashi-dasaqmda.html#respond Mon, 25 Oct 2021 11:51:47 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119588 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო/საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) უსაფრთხოების ოპერაციების ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდა (ეუთოს მისია საქართველოში).

აღნიშნულ პოზიციაზე მისი მოვალეობაა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოს შეფასება, მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მისიის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს ოფისში დასაქმებამდე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებში. კერძოდ, სწავლობდა ეუთოს საზაფხულო სკოლაში, შემოდგომის აკადემიაში და სხვ. ორგანიზაციაში მისთვის საინტერესო ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ მათთან პროფესიული თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა, აღნიშნულ პოზიციაზე კი საბუთების გადარჩევისა და უსაფრთხოების ექსპერტთან გასაუბრების შედეგად დაინიშნა.

„აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე ჩემს განათლებასა და განვითარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მიმართულებით ეუთოს ოფისის ყველაზე ახალგაზრდა მისიის წევრი გახლავართ და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ შანსი მომეცა, ასეთი წარმატებული ადამიანებისგან მიმეღო საკმაოდ დიდი გამოცდილება, – აღნიშნავს ეთერ ხანჯალიაშვილი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო/ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამების გავლენაზე მის წარმატებაში – „რა თქმა უნდა, ამ პროგრამებმა შემძინა ფასდაუდებელი ცოდნა, რაც საჭირო არის პოლიტიკური მოვლენების სათანადო ანალიზისთვის მულტიდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით. ამასთანავე, ჩემი სპეციალიზაცია გახლავთ ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება და ამან კიდევ უფრო დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს აპლიკაციაზე“, – აღნიშნავს ის.

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიული დასაქმების მიმართულებით ეთერ ხანჯალიაშვილი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ურჩევს, აუცილებლად შეინარჩუნონ ენთუზიაზმი და ბრძოლის უნარი, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეთ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ასევე, არ ჩამორჩნენ საქართველოში თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენებს, რათა შეძლონ სიტუაციის სწორი ანალიზი და იყვნენ თავიანთი საქმის კვალიფიციური სპეციალისტები.

მომავალ გეგმებზე საუბრისას კი ყურადღებას მეტ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ამახვილებს. „ვფიქრობ, კონფორმიზი ყველაზე დამღუპველი არის, რამაც შეიძლება ადამიანი მოიცვას და შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე. მიმაჩნია, რომ ჩემმა თაობამ ორმაგად უნდა იშრომოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და მეც ძალისხმევას არ დავიშურებ ამისთვის“, – აღნიშნავს ეთერ ხანჯალიაშვილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

 

]]>
https://edu.aris.ge/news/ciu-s-studenti-eter-xandjaliashvili-eutos-misiashi-dasaqmda.html/feed 0
გორის უნივერსიტეტის რექტორი ERASMUS+ – ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა https://edu.aris.ge/news/goris-universitetis-reqtori-erasmus-is-instituciuri-ganvitarebis-proeqtis-farglebshi-gamartul-shexvedras-eswreboda.html https://edu.aris.ge/news/goris-universitetis-reqtori-erasmus-is-instituciuri-ganvitarebis-proeqtis-farglebshi-gamartul-shexvedras-eswreboda.html#respond Mon, 25 Oct 2021 09:51:06 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119575 2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა, პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

აღნიშნულ შეხვედრაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდა რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, დავით კვერნაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ზურაბ ზურაბაშვილი.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის პირველი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა თემაზე – უნივერსიტეტების ჩართულობის გაზრდა დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა ასევე განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

 

 

 

 

 

]]>
https://edu.aris.ge/news/goris-universitetis-reqtori-erasmus-is-instituciuri-ganvitarebis-proeqtis-farglebshi-gamartul-shexvedras-eswreboda.html/feed 0
რატომ იმსახურებთ სკოლაში დარჩენას? – რა არგუმენტები აქვთ საკუთარი საგნის გამოცდაში ე.წ ჩაჭრილ პრაქტიკოს მასწავლებლებს https://edu.aris.ge/news/ratom-imsaxurebt-skolashi-darchenas-ra-argumentebi-aqvt-sakutari-sagnis-gamocdashi-ew-chachril-praqtikos-maswavleblebs.html https://edu.aris.ge/news/ratom-imsaxurebt-skolashi-darchenas-ra-argumentebi-aqvt-sakutari-sagnis-gamocdashi-ew-chachril-praqtikos-maswavleblebs.html#respond Mon, 25 Oct 2021 08:48:00 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119551 „ჩვენ ვართ ის პედაგოგები, რომლებმაც აღვზარდეთ ძალიან ბევრი თაობა. მით უმეტეს, იყო დიდი გაჭირვების წლები, უხელფასობა, გაყინული კედლები, მაგრამ ჩვენ ვიწვნიეთ ეს ტვირთი და ვმუშაობდით პასუხისმგებლობით. დღეს დავდექით საშიშროების ზღვარზე, რომ ჩვენ 2 თვეში ,,გვაძევებენ“ სკოლიდან. რა გვაქვს დანაშაული?“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 22 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამოცდაზე „ჩაჭრილმა პედაგოგმა“.

საქართველოს პარლამენტთან, 22 ოქტომბერს, ზაფხულის ეროვნულ გამოცდაში ჩაჭრილი პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ან საკმარისი კრედიტქულები ვერ დააგროვეს, მათი სკოლიდან გაშვების საკითხს არ ეთანხმებიან.

როგორც EDU.ARIS.GE-ს აქციის ორგანიზატორმა და ,,პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ განუცხადა, აქციის მონაწილეებს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზება სურდათ, რათა პედაგოგებს პედაგოგობის უფლება არ ჩამოერთვათ. ფერაძის თქმით, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოცდა იყო ბოლო შანსი, რომ პედაგოგებს აემაღლებინათ სტატუსი და უფროსი მასწავლებლები გამხდარიყვნენ.

,,ჩვენ ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება შესაბამის კანონმდებლობაში, რომ ამ პედაგოგებს პროფესია მაინც არ ჩამოართვან, პედაგოგობის უფლება არ ჩამოართვან და ყოველ ახალ სტატუსზე გადასვლა იყოს ნებაყოფლობითი. აი, ამას ვითხოვთ. მერე სკოლა თვითონ გადაწყვეტს, დირექცია, ბავშვი, მშობელი, ასეთ მასწავლებელთან მიიყვანოს თუ არა მოსწავლე…“, – აცხადებს დავით ფერაძე.

საპროტესტო აქციაზე EDU.ARIS.GE ერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად მივიდა, ჩვენ გვაინტერესებდა, რა არგუმენტები აქვთ გამოცდაზე ჩაჭრილ პედაგოგებს და რატომ ფიქრობენ, რომ მათი ადგილი განათლების სისტემაში ისევ არის. ჩვენს შეკითხვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ხუბუამ, თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა არსენ ნიკოლაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის დაწყებითების პედაგოგმა ლალი იოვაშვილმა და კიდევ რამდენიმე პედაგოგმა უპასუხა, თუმცა მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო ხუბუა გვიყვება, რომ სკოლაში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კითხვას კი, რატომ ფიქრობს, რომ უნდა დარჩეს სკოლაში, ამგვარად პასუხობს:

„მაქვს 30-წლიანი მუშაობის სტაჟი, 25 კრედიტქულა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, უნარებჩაბარებული, ახალი სკოლის მოდული გავლილი… 3 წელია ვაბარებ გამოცდას საგანში და ვღებულობ ერთსა და იმავე ქულას, რაც კითხვას ბადებს -რატომ?. სულ იდენტური, სამი ქულა მაკლდება. წლები დამჭირდა, რომ ღირსეული პედაგოგი ვყოფილიყავი და ჩამოვყალიბებულიყავი. მე მინდა, ჩემი ეს ღირსება დავიბრუნო… მე დღემდე მისწავლია, ყველა რეფორმა გამივლია, დღესაც შემომთავაზონ ტრენინგები, ან გადამზადება რომელიმე უნივერსიტეტში, ოღონდ ეს სამი კრედიტი დავფარო. მე წლების განმავლობაში ბავშვებს ხელოვნების საგანს ვუტარებდი, ბუნებაში გამყავდა, რომ შეეგრძნოთ ეს სილამაზე და მშვენიერება… ჩემი გამოცდილება გამოიყენონ, წლების მიერ დაგროვილი გამოცდილება, რომელიც ახალს, ვინც ჩვენ ჩაგვანაცვლებს, იმას სჭირდება,“ – აცხადებს ნინო ხუბუა.

სკოლაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგ არსენ ნიკოლაძეს. ნიკოლაძე გვიყვება, რომ საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს, თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ სთხოვენ უნარების გამოცდის ჩაბარებას და გვიხსნის რატომ იმსახურებს, რომ სკოლაში დარჩენის უფლება მისცენ:

„მე ვარ სპორტის მასწავლებელი, მაქვს მოსწავლეების 200-მდე დიპლომი. საგანი ჩაბარებული მაქვს. სპორტი სპეციფიკური საგანია და ჩემთვის გაუგებარია, მე რატომ მთხოვენ მერხთან მომუშავე მასწავლებლის უნარებს? მერხთან მე არ ვმუშაობ, მე ვმუშაობ დარბაზში და მაქვს შედეგი. მე რომ საგანი ვიცი, ჩავაბარებ კიდეც და მერხთან მუშაობის უნარი ჩემი არ არის. ჩემი უნარი გამოვავლინე იმაში, რომ მაქვს 200-მდე დიპლომი. თუ მე ბავშვებთან მუშაობა არ ვიცი, მათთან მუშაობა არ გამომდის და უუნარო ვარ, მაშინ საიდან ავიღე 200 დიპლომი. 25 წელია ვმუშაობ, მაშინ როგორ შევძელი? – მაინტერესებს, მიპასუხონ. რა ვიცი, მეტი რა უნდა გავაკეთო, მაქვს სპორტული მიღწევებიც, სამ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ვარ და მეტი რა უნდა ვიყო. უმაღლესი დამთავრებული მაქვს“, – გვეუბნება არსენ ნიკოლაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე და ჭიათურის რაიონის სოფელ ღვითორის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლალი იოვაშვილი გვიყვება, რომ განსაკუთრებული სირთულის ქართულის გამოცდა იყო. ზოგადად, საგამოცდო ტესტებზე კი ამბობს, რომ ,,დაწყებითებისთვის“ შეუფერებელი და ,,არავალიდური“ იყო.

„მე არ მქონდა იმის საშუალება, ვთქვათ, სადმე მოვმზადებულიყავი. კეთილი ინებოს მთავრობამ, მოვემზადებინეთ და თუ ვერ ჩავაბარებდი, მერე ეთქვა, რომ წადიო სკოლიდან… რომ ვხედავ სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლებს, არც ერთი არ არის ჩემზე უკეთესი, მხოლოდ ხელფასს იღებენ ჩემზე მეტს, დანარჩენს, არაფერს აკეთებენ სკოლაში ჩემზე მეტს. აღარ მაქვს მე უფლება მასწავლებლად ვიმუშავო სკოლაში და საიდან, რის საფუძველზე ასკვნიან ამას, მითხრან. სერტიფიცირება, რომელიც არაფრის მაქნისი და მაჩვენებელი არ არის… 1 – 2 ქულა დამაკლდა. არავალიდური ტესტები იყო შემოტანილი, დაწყებითებისთვის შეუფერებელი. მაშინ შემოეტანათ ვალიდური ტესტები და ჩავაბარებდი. შეამოწმონ ის ტესტები თუ არის ჩემი დონის და მაშინ მოითხოვონ. განსაკუთრებული სირთულის იყო ქართულის გამოცდა“, – ამბობს ლალი იოვაშვილი.

ჩვენს კითხვას – რატომ უნდა დარჩნენ სკოლებში? – კიდევ რამდენიმე პედაგოგმა უპასუხა, თუმცა მათ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს:
„იმიტომ უნდა დავრჩეთ, რომ მე, დაწყებითების სპეციალისტს მიდებენ იმისთანა ტესტებს, რომელიც არის არაპროგრამული. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგები, დაგვიდონ ჩვენი დიპლომის შესაბამისი ტესტები და გადავაბარებთ. მაგრამ არაპროგრამული ტესტები იყო და აი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სკოლაში. გადაამოწმებინონ სპეციალისტებს, შეგვიმოწმონ დიპლომები, რა გვაქვს სპეციალობით და დაგვიდონ იმისი ტესტები, არა ვართ წინააღმდეგი. მაგრამ ისე არა, რომ არავალიდურ ტესტებს დებენ…“

„რატომ გვიუქმებენ დიპლომებს? ფარატინა სერტიფიკატმა უნდა გადაწონოს ჩვენი დიპლომი? იანვრიდან გვიშვებენ სამსახურიდან, ხალხს კრედიტები გვაქვს მოპოვებული სიმწრით, 19 კრედიტი გვაქვს, გამოცდაზე გავედი და რაღაც 2 ქულა დამაკლდა და იმის გულისთვის სახლში მიშვებენ, იმ სერტიფიკატით მიწონიან დიპლომს“.

„სასტიკად შედგენილი ტესტი იყო, არალოიალური. ძალიან დათრგუნულები და ნაწყენები ვართ. აპელაციასაც მივმართე და არანაირი შედეგი“.

„იმაშია საქმე, რომ ჩვენ ვართ ე.წ. ჩაჭრილი პედაგოგები, ასე გვიწოდებენ. არაერთხელ ვიყავით მისული განათლების სამინისტროსთან, ჩხენკელთან და დგებუაძესთან, მაგრამ არცერთხელ ნაბიჯი არ გადმოუდგამთ და პასუხი არ გაუციათ ან კი, ან არა და რატომ არ ვიცით…“

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები იყვნენ, მიმდინარე წლის ზაფხულში გავიდნენ გამოცდაზე, მაგრამ ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, მათ ადგილას სკოლა კონკურსს გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“, – წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსტატუსო მასწავლებელს მეორე სემესტრიდან სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა ექნება, კადრების დეფიციტი იქნება. კანონი განმარტავს, რომ მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

როგორც EDU.ARIS.GE-მ 11 ოქტომბერს გაარკვია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში არსებული ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის გამოცდის შედეგად, უფროსის სტატუსი სულ 1 127-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მოიპოვა. მოგვიანებით ეს მონაცემი რამდენიმე ათეულით შემცირდა, თუმცა რამ გამოიწვია ასეთი კორექტირება, საკითხზე EDU.ARIS.GE – მასწავლებლის სახლისგან განმარტებას ელის. 2021 წლის ზაფხულში საგნის გამოცდა 5000-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ჩააბარა.

ასევე იხილეთ:

ეკატერინე დგებუაძე: პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, პედაგოგების დეფიციტს არ ველოდებით

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს 

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

]]>
https://edu.aris.ge/news/ratom-imsaxurebt-skolashi-darchenas-ra-argumentebi-aqvt-sakutari-sagnis-gamocdashi-ew-chachril-praqtikos-maswavleblebs.html/feed 0
სკოლის მოსწავლეების მიერ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო https://edu.aris.ge/news/skolis-moswavleebis-mier-moswavlis-mimart-ganxorcielebul-dzaladobastan-dakavshirebit-gamodzieba-daiwyo.html https://edu.aris.ge/news/skolis-moswavleebis-mier-moswavlis-mimart-ganxorcielebul-dzaladobastan-dakavshirebit-gamodzieba-daiwyo.html#respond Mon, 25 Oct 2021 08:40:17 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119562 ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა სცემეს. არასრულწლოვანებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ვიდეო გადაიღეს. ამის შემდეგ კი, გოგონებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთეს. როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები და გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის, არასრულწლოვანების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებს დღეს, 25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წყარო: 1tv.ge

]]>
https://edu.aris.ge/news/skolis-moswavleebis-mier-moswavlis-mimart-ganxorcielebul-dzaladobastan-dakavshirebit-gamodzieba-daiwyo.html/feed 0
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა გახსნა https://edu.aris.ge/news/saqartvelos-debatebisa-da-ganatlebis-institutma-ilias-universitettan-tanamshromlobit-tbilisis-debatebis-skola-gaxsna.html https://edu.aris.ge/news/saqartvelos-debatebisa-da-ganatlebis-institutma-ilias-universitettan-tanamshromlobit-tbilisis-debatebis-skola-gaxsna.html#respond Mon, 25 Oct 2021 07:52:12 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119552 საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა (GIDE) პროექტის „დებატები
უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის
მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა
გაიხსნა.

დებატების სკოლაში მოსწავლეები ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შეარჩიეს. სკოლაში
გაწევრიანებულ მოზარდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტით
დაგეგმილ ყველა აქტივობაში, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე
მის ფარგლებს გარეთ.

დებატების სკოლის პირველი კურსი 8 თვე გაგრძელდება.

სწავლებისას ყოველკვირეულად ჩატარდება ორსაათიანი მეცადინეობები, რომლებზეც
ასწავლიან ფორმალური დებატების ტექნიკას და სახალისო აქტივობებით მოსწავლეებს
ისეთ უნარებს განუვითარებენ, რომლებიც მათ აკადემიურ სწავლაში შეუწყობს ხელს.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში
თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-
ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა,
არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა,
ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

]]>
https://edu.aris.ge/news/saqartvelos-debatebisa-da-ganatlebis-institutma-ilias-universitettan-tanamshromlobit-tbilisis-debatebis-skola-gaxsna.html/feed 0
ორიოდ სიტყვა ქართული ენის ტესტების ფორმატის შეცვლაზედა თქმული… https://edu.aris.ge/news/oriod-sityva-qartuli-enis-testebis-formatis-shecvlazeda-tqmuli.html https://edu.aris.ge/news/oriod-sityva-qartuli-enis-testebis-formatis-shecvlazeda-tqmuli.html#respond Mon, 25 Oct 2021 06:19:09 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119546 კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დახვდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს უკავშირდება.

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ეკატერინე შარაშიძე, ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

განათლების დონე საქართველოში რომ დაბალია, ამას ყველა კვლევა ადასტურებს და ხშირად ამ კრიტიკის ისრები მასწავლებლებისკენაა მიმართული. კარგი, ვეთანხმები (ნაწილობრივ მაინც), მაგრამ ერთს ვიკითხავ, განათლების პოლიტიკა თანმიმდევრულია?

რამდენიმე დღის წინ შეიცვალა ეროვნული გამოცდების ფორმატი, ქართულ ენაში იმდენად გამარტივებულია საგამოცდო ტესტი, რომ თავისუფლად გვიჩნდება ასოციაციები იმ საბავშვო ჟურნალზე, ყდას რომ აწერია: „აბა, გააფერადე“!

უმაღლესი განათლების მსურველთა ტესტი არ სცილდება დაწყებითისა და საბაზო დონის დავალებებს, იმ და ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულებისას მოზარდს სხვადასხვა უნარი უნდა განვუვითაროთ. ვიცი, მეტყვიან, სკოლაში იმუშავეთ ამ საკითხზე და საგამოცდო ცენტრის ტესტის ფორმატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი სწავლა/სწავლების ხარისხისაო, მაგრამ რეალობა სხვას გვეუბნება. ნებისმიერი მასწავლებლის სწავლების ორიენტირი მაინც გამოცდებია, უფრო მეტიც, მოსწავლეებიც და მშობლებიც ამ ცვლილებებს „მზირენი“ არიან. თეორიულად ბევრი რამ მტკიცდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრაქტიკაა ნებისმიერი თეორიის განმსაზღვრელი?!

ჯერ ისედაც რა გვქონდა და ახლა სულ დავწევთ განათლების ხარისხის დონეს. შეიძლება, ეს ყველაფერი ეკონომიკურ პრობლემებსაც უკავშირდებოდეს, რადგან ნაკლები თემების რაოდენობა ნაკლები რაოდენობის გამსწორებელთა ფარდია. შესაბამისად, ნაკლებს გადაიხდის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (არ იფიქროთ, ამას ჩასაფრებულის პოზიციიდან ვამბობდე), ეს ხომ შეთანხმებული იქნებოდა ყველა დონზე (უნდა ყოფილიყო)? მე მესმის ესეც, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.

ყველასთვის ცნობილია, რომ დროში გაჩერება უკვე ჩამორჩენაა, მაგრამ ახლა ამ ჩამორჩენას თუ უკუსვლა (გამარტივებაც) ემატება?

აღარ არის დრო შეცდომების დაშვებისა, აღარ გვაქვს უფლება მომავალი თაობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკას „ვუყუროთ თვალებში“, აღარ არის დრო ასეთი „ჰუმანისტური“ გადატვირთვებისა, აღარ!

ვერ ვიქნები ის „მამალი“, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეს ღმერთმა იცისო…
ახლა გათენების დრო კი არა, განათლების ზაფხულის შუადღის მზე უნდა ანათებდეს! არა?!
კიდევ ერთხელ ხომ არ გადაგვეხედა ყველაფრისათვის?! „

უფრო დეტალურად და ემოციური ამოთქმების გარეშე კი ასე ვფიქრობ:

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების ეპიზოდის ღრმა ანალიზი ახალ ტესტებში ვერ მოხერხდება, და არც მოითხოვება. თუ გადავხედავთ 2021 წლის ფორმატს, ვნახავთ, რომ ეპიზოდი სამი მოცემულობის მიხედვით განიხილებოდა. მოსწავლეს (აპლიკანტს) მოეთხოვებოდა პერსონაჟის მხატვრული სახის, მთავარი სათქმელისა (ან მორალურ-ეთიკური პრობლემის) და მწერლის სტილისა თუ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე საუბარი. პერსონაჟების მხატვრული სახე კიდევ ცალკე განხილვის თემად უნდა ვაქციოთ, როდესაც XXI საუკუნის მოსწავლეებს პერსონაჟების დახასიათება ყველაზე მეტად მოსწონთ. ეს ის ნაწილია თემისა, სასარგებლო და საინტერესო რომ იკვეთება. ბოლოს და ბოლოს ლიტერატურა ხომ ადამიანთმცოდნეობაცაა?!

აღარ ვსაუბრობ უკვე, რომ თითოეული მოცემულობის მიხედვით დაწერილ ანალიზს ემატებოდა სხვადასხვა ტიპის მაგალითი, რომლებიც სხვადასხვა ტექსტიდან (მხატვრული, არამხატვრული, ფილმები…) უნდა მოეყვანა. მოკლედ, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი მეტად სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი და მასში ყველა უნარი იზომებოდა.

რაც შეეხება 2022 წლის ფორმატით დასაწერ ესეს, იგი მოცულობით გაიზარდა, დაემატა უკვე მხატვრული ტექსტის იმ კუთხით ანალიზი, რომელიც მოცემულობაში იქნება ჩამოყალიბებული და იზომება 1-ელი და მე-3 კრიტერიუმებით (გრამატიკულ ასპექტებს არ ვგულისხმობ). ვგონებ, ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზს ბევრი დააკლდა.

ცალკე კრიტერიუმით იზომება პრობლემის აქტუალობა. წესით, არგუმენტირებული ესეს მთავარი არსიც ეს იყო, მაგრამ, რადგან ცალკე კრიტერიუმით არ ფასდებოდა, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი თავს არიდებდნენ ამის წერას (ესეც ძალიან პირობითია, ზოგი წერდა, ზოგი არა) და ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ პრობლემის აქტუალობას ახლა უცილობლად დაწერენ.

ჩემი კოლეგებისაგან ხშირია ასეთი შეფასებაც, რომ ახლანდელ ესეში შაბლონებს აღარ გამოიყენებენ, მოსწავლე უფრო იაზროვნებს და უკეთ წარმოჩნდება კრიტიკული აზროვნება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქაც მარტივად მოიძებნება შაბლონი, ხოლო მაღალი სააზროვნო უნარების გარეშე, ვერც წინა ფორმატით დაწერდი და ვერც ახლა. მხოლოდ ერთი კია, ამ პრინციპით ძალიან ბევრი მასწავლებელი (ბევრი თუ არა, ნაწილი მაინც) საბაზო დონეზე ასწავლის ესეების წერას. ტექსტის სწავლების შემდეგ „ვიღებთ“ პრობლემას, ამ პრობლემას ვაანალიზებინებთ, ხოლო მაგალითისთვის ნასწავლი ტექსტიდან მოგვყავს ფრაგმენტები. მე გამარტივებულად მომეჩვენა. ჩემს მოსწავლეებთან დღეს უკვე „დავტესტე“ ეს ტესტი და კიდევ განმიმტკიცდა წარმოდგენა, რომ ლიტერატული ტექსტის ანალიზს ბევრი დააკლდა, ეს კი როგორ აისახება, ახლო მომავლში ვნახავთ, მაგრამ გვაქვს ახლა ამის დრო?

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

]]>
https://edu.aris.ge/news/oriod-sityva-qartuli-enis-testebis-formatis-shecvlazeda-tqmuli.html/feed 0
პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული და სახელმძღვანელო ქართულის შემსწავლელთათვის გამოქვეყნდა https://edu.aris.ge/news/praqtikuli-savardjishoebis-krebuli-da-saxelmdzgvanelo-qartulis-shemswavleltatvis-gamoqveynda.html https://edu.aris.ge/news/praqtikuli-savardjishoebis-krebuli-da-saxelmdzgvanelo-qartulis-shemswavleltatvis-gamoqveynda.html#respond Mon, 25 Oct 2021 05:52:23 +0000 https://edu.aris.ge/news/?p=119543 არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ შეიქმნა.

მისი გამოყენება შესაძლებელია ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლად, ასევე, ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის ფარგლებში – საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის. რთულად საკითხების დასაძლევად ქართული ენის შემსწავლელთათვის შეთავაზებულია მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები.

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 23 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმძღვანელო დამატებითი რესურსია მათთვის, ვინც ქართულს, როგორც უცხო ენას სწავლობს.

სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

]]>
https://edu.aris.ge/news/praqtikuli-savardjishoebis-krebuli-da-saxelmdzgvanelo-qartulis-shemswavleltatvis-gamoqveynda.html/feed 0