GE

ფინკა ბანკმა ბავშვებთან ერთად ფულის გლობალური კვირეული აღნიშნა

ყოველწლიურად, მარტის ბოლო კვირას მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის მიზანია ბავშვების და მოზარდების  ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ფული, რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვას, როგორ გავხვდეთ მეწარმე, როგორ გამოვიმუშაოთ ბიზნესის უნარ–ჩვევები.   წლევანდელი კვირეულის გზავნილია: ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე.

ფინკა ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, უკვე მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს კვირეულის აღნიშვნაში. სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა სპეციალური ბრუშერები და პოსტერები, რომლებიც ათასობით ბავშვს დაურიგდათ საქართველოს ყველა რეგიონში.
untitled 123იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ბანკი და როგორ ხდება ფინანსური ოპერაციები, ბავშვებისთვის ფინკა ბანკის სერვისცენტრებში ექსკურსიები მოეწყო. ექსკურსიებში ასობით ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მუდმივად მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ფულის შესახებ, იცოდნენ დაზოგვის მნიშვნელობა და ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მათ ფულის დაზოგვა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ბავშვებისთვის ინტერაქტიური წიგნი შარშან, წელს კი მოხდა წიგნის ადაპტაცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. აუდიოწიგნი ფინანსური განათლების შესახებ საქართველოს ყველა რეგიონში გაიგზავნა“ – აღნიშნა ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის, ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა ბავშვებს გააცნეს ფულის ისტორია, როგორ მუშაობენ საფინანსო ინსტიტუტები და ასევე, ისაუბრეს ფულის დაზოგვის მნიშნელობაზე. გაიმართა სახალისო ვიქტორინა, გამარჯვებულებს შემეცნებითი პრიზები გადაეცათ.

ფინკა ბანკი ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით კვლავ განაგრძობს ხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ბანკის 50 თანამშრომელი USAID-ის G-PriEd-ის პროექტის მოხალისეა  და უკვე მეორე წელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიზნეს უნარ-ჩვევების შესახებ გაკვეთილებს ატარებს.

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ფინკა ბანკის ფეისბუქ გვერდზე

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური