GE

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გორის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი. მან ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასა და ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელება უნივერსიტეტსა და რეგიონს ფრანკოფონულ სამყაროსთან დაახლოების საშუალებას მისცემს.

სტუმრებს ასევე მიესალმა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ყოფილი დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ისაუბრა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდობისთვის ფრანკოფონულ სამყაროსთან დაახლოებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელლები, ქალბატონი ნათია მსხალაძე და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ნასტასია დომპსი, რომელთაც გააკეთეს პრეზენტაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკაში.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ვიზიტის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც განიხილეს ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელძღვანელის, ბატონ გოჩა ჯავახიშვილის ძალისხმევით უნივერსიტეტის მდიდარ ბიბლიოთეკას უკვე ფრანგულენოვანი წიგნებიც შეემატა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური